Saturday, November 6, 2010

თიანეთის ფიტო თერაპია



1.პროექტის სხელწოდება: თიანეთის ფიტო თერაპია
2.პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ სამკურნალო მცენარეების შესახებ ადამიანის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობებესებისათვის, დაიცვან სამკურნალო მცენარეების შეგროვების ვადები და მათგან დამზადებული წამლების ტექნოლოგიური პროცესები და შეაგროვონ დამატებითი ინფორმაციები მოსახლეობაში.
3.პროექტის სრული აღწერა. სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ისეთივე დიდი ხნის ისტორია აქვს როგორც კაცობრიობას,რომ სამკურნალო მცენარეევის ერთ–ერთი უძველესი მომხმარებლები ვიყავით ჩვენ–ქართველები–ფაქტი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე კოლხეთის მეფის აიეტის ასულმა მედეამ უკვე იცოდა მცენარეებისაგან  წამლებისა და საწამლავების დამზადება. ესეიგი სამკურნალო მცენარეების გამოყენება კოლხიდას უკავშირდება.
ა. პროექტის მონაწილე მოსწავლეები მოაწყობენ მინი ექსკურსიებს თიანეთის შემოგარენში: ხაწირის ტყე–პარკი, ვაჟას წყარო, ჯუჟბაღი და სხვა.
ბ. პრეზენტაცია: მცენარის ძირითადი ორგანოების–ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილის შესახებ ინფორმაციები რადგან, სამკურნალო მცენარეების სხვადასვა ორგანოებია გამოყენებული.
გ. შეგროვილი ინფორმაციული ცნობების მიტანა მოსახლეობამდის სამკურნალო მცენარეების უპირატესობის შესახებ სინთეზური გზით მიღებულ ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით.
დ. დისკუსია თემაზე მცენარეების უჯრედებში არსებული ნივთიერებების უპირატესობა ცხოველურ უჯრედთან შედარებით–ფოტოსინთეზი(ქიმია,ბიოლოგია).
ე. თინეთის მოსახლეობაში არსებული და გაბნეული ცნობების მოძიება ნებისმიერი მცენარისაგან დამზადებული პრეპარატებით მკურნალობის საქმეში. აქედან გამომდინარე სამკურნალო მცენარეების შეგროვებისა და გამოშრობის ტექნოლოგიური პროცესების დაცვა(ნიმუშისთვის ჰერბარიუმის მომზადება).
4. მონაწილეთა ასაკი: 12,13 წელი კლასი მეექვსე.
5. პროექტის ხანძლივობა–3 თვე(ზაფხულის თვეები).
6. მოსალოდნელი შედეგები: უნდა გვახსოვდეს, რომ სამკურნალო მცენარეების მარაგი არ არის ამოუწურავი. მცენარეების გაუმართლებელმა და უყაირათო შეგროვებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გასათველისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამკურნალო მცენარეების უმრავლესობა უკვე წითელ წიგნშია შეტანილი.
7.სასარგებლო სხვებისათვის– მოსახლეობას მივაწოდოთ ინფომაცია  წამლებზე არა ნაკლები ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეების შესახებ, ვასწავლოთ მათი გამოყენება და უძველესი მეთოდებით ვიზრუნოთ მათ გამოყენებაზე, რითაც ხელს შევუწყობთ მათი სიცოცხლის ხანგძლივობას. ფლორის დაცვა და ეკოსისტემნის მუდმივობის შენარჩუნება.
8.სამუშაო ენა– ქართული.
9. საგნებთან კაშირი–ქიმია,გეოგრაფია.
10. პროექტის ფასილიტატორი–ეთერ ბაიაშვილი
11. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: eter.baiashvili@gmail.com